საზოგადოება

მაშველებმა რუსთავში ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე.

მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – აცხადებს საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on პარასკევი, 22 იანვარი, 2021

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close