fbpx
მოდა/სილამაზე

13 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ინაუგურაციის დროს ალბათ გამოგრჩათ

ოთხშაბათს პოლიტიკოსები და სელებრითები კაპიტოლიუმთან შეიკრიბნენ და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრნენ.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღონისძიებაზე არ იყო, თუმცა ესწრებოდა სხვა უამრავი პოლიტიკოსი თუ ცნობილი ა.

ინაუგურაცია მოდისა და სტილის დემონსტრირების ეპიცენტრად იქცა, ბევრმა ექსპერტმა სხვადასხვა ადამიანის ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი აქცენტების ამოკითხვა შეძლო.

სენატორ ბერნი სანდერსის ხელთათმანი გადამუშავებული ბოთლებისგანაა დამზადებული – ხელთათმანი ბერნის აჩუქეს.

პოლიტიკოსის ხელთათმანმა ტვიტერზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელთათმანი ვერმონტელი მასწავლებლის მიერაა დამზადებული.

გადამუშავებული ნარჩენებისგან შექმნილი აქსესუარი სანდერსს წლების წინ აჩუქეს და ის მას სიამაყით ატარებს.

კამალა ჰარისი, ჰილარი კლინტონი და მიშელ ობამა – უპირატესობა სამივემ იისფერს მიანიჭა. იისფერი კი ურთიერთშეთანხმების სიმბოლოა.

ბევრმა მნიშვნელოვანმა ქალბატონმა ინაუგურაციისთვის იისფერი სამოსი შეარჩია. მათ შორის იყვნენ ვიცე–პრეზიდენტი და რამდენიმე ყოფილი პირველი ლედი.

როგორც წესი, იისფერი დემოკრატების ლურჯი ფერისა და რესპუბლიკელების წითელი ფერის მიქსს წარმოადგენს და ურთიერთშეთანხმების სიმბოლოდ ითვლება.

ვიცე–პრეზიდენტის იისფერი ლუქი შესაძლოა ერთ-ერთი ცნობილი ფიგურისთვის პატივის მიგების მცდელობაც იყოს.

კამალა ჰარისმა იისფერი კოსტუმი შესაძლოა შირლი ჩიშოლმის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად შეარჩია. შირლი იყო პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

ბაიდენები, ჰარისი და დაგ ემჰოფი  – უპირატესობას ამერიკელ დიზაინერებს ანიჭებენ.

ამერიკელი დიზაინერების დაფასება საპრეზიდენტო ოჯახის ტრადიციას წარმოადგენს. პრეზიდენტი, პირველი ლედი, ვიცე პრეზიდენტი და მეორე ჯენტლმენი – ოთხივე პერსონას ამერიკელი დიზაინერების შექმნილი სამოსი ეცვა.

ჰარისის ლუქი ფერადკანიანი დიზაინერების მიერ შექმნილ ელემენტებსაც მოიცავდა.

ვიცე–პრეზიდენტის კოსტიუმი ორი ფერადკანიანი დიზაინერის შემოქმედებას აერთიანებდა.

ჰარისმა არჩევანი კრისტოფერ ჯონ როჯერსა და სეჯიო ჰუდსონზე შეაჩერა.

კამალას ყელსაბამი ასევე ტრადიციაა.

ვიცე-პრეზიდენტის ლუქის ფინალური აქცენტი მისი საყვარელი მარგალიტებისგან დამზადებული ყელსაბამი გახდა. ჰარისი უპირატესობას სწორედ ასეთ სამკაულს ანიჭებს და მარგალიტები მასზე წარსულშიც ძალიან ბევრჯერ დაუფიქსირებიათ.

ბაიდენებმა ერთმანეთს კოსტუმები შეუხამეს.

ჯილ ბაიდენმა არჩევანი ოკეანისფერ კოსტიუმზე შეაჩერა და თუკი კარგად დააკვირდებით, მისი მეუღლის ჰალსტუხი ზუსტად ამავე შეფერილობისაა.

პირველი ლედის პირბადე მისი კოსტუმის ფერია.

ჯილის ნიღაბი მის ლუქს იდეალურად შეესაბამებოდა და ის კოსტუმთან ერთად ამერიკელმა დიზაინერებმა დაამზადეს.

ელა ემჰოფი და მინა ჰარისი ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვნენ.

კამალა ჰარისის ძმისშვილი და მისი გერი ერთნაირი სტილის კაბებით იყვნენ შემოსილი.

მოგვიანებით მინამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა,რომ ლუქები მათ არ შეუთანხმებიათ და ძალიან სახალისო დამთხვევა იყო.

ლედი გაგას გულსაბნევს, მტრედს პირში ზეთისხილის რტო ჰქონდა, რაც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ლედი გაგამ, რომელმაც ინაუგურაციაზე ნაციონალური ჰიმნი შეასრულა, წითელსა და შავ ფერში შესრულებული ლუქი გიგანტური ოქროსფერი მტრედით დაასრულა.

უკეთ დაკვირვების შემთხვევაში ჩანს, რომ მტრედს პირში ზეთისხილის რტო აქვს, რაც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

მისი გულსაბნევი მიკროფონს იდეალურად შეეხამა.

ოქროს მტრედი და ოქროსფერივე მიკროფონი იდეალური შეხამება გამოვიდა. ეს მიკროფონი, სავარაუდოდ, ლედი სპეციალურად შეარჩია, რადგან მეორე შემსრულებელი. ჯენიფერ ლოპესი საზოაგდოების წინაშე ჩვეულებრივი მიკროფონით წარდგა.

ჯენიფერ ლოპესის კოსტუმი ვიცე-პრეზიდენტის სტილს დაემთხვა.

 

ჯენიფერ ლოპესის თეთრი ლუქი ძალიან ჰგავდა კამალა ჰარისის ერთ-ერთ კოსტუმს, რომელიც მას არჩევნების მოგების დროს, გამოსვლის დროს ეცვა.

ამანდა გორმანის სამკაული ოპრა უინფრის საჩუქარია.

ახალგაზრდა პოეტი ინაუგურაციაზე საინტერესო ლუქით წარდგა. მას ეკეთა სამკაული, რომელიც ოპრა უინფრიმ ცოტა ხნის წინ აჩუქა.

fortuna.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close