მედიცინასაქართველო

რამდენ მილიონს დახარჯავს საქართველო ვაქცინის შესაძენად?

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 333 622-იდან 158 190 243 მლნ ლარამდე მერყეობს, – ამის შესახებ წერია ვაქცინაციის გეგმაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა და მთავრობამ დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტურ პარამეტრებში ფასების განსხვავება, ძირითადად, ვაქცინის ფასს უკავშირდება, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება.

რაც შეეხება თანხის მობილიზებას, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, თანხის მობილიზება სხვადასხვა წყაროდან ხდება, მათ შორის ერთ-ერთი არის ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება და წლის ბოლომდე ქვეყანას ეს მისცემს შესაძლებლობას, ვაქცინაცია სრულად დააფინანსოს.

„ვაქცინაციის თანხა განსაზღვრულია ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხის პროექტში და ბიუჯეტიდან მოხდა პირველი ნაწილის გადახდა კოვაქსის პლატფორმაში გასულ წელს. ეს რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ ეყოს თანხა ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც გვჭირდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close