მედიცინამსოფლიო

პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში

ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა, რომელშიც დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის, სახალხო არმიისა და მთელი რიგი სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლულებისგან შედგებოდა, პროფესორ სიუი ცზიანგოს ხელმძღვანელობით, 2021 წელს კორონავირუსული პანდემიის განვითარების მოდელი შეიმუშავეს, წერს South China Morning Post-ი.

ერთი ვარიანტის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში უახლოეს ორ თვეში 170 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება. ამასთან, როგორც პროფესორი ცზიანგო აღნიშნავს, საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედი აშშ-ზე მოვა.

გარდა ამისა, მოდელირების ამ ვარიანტით გამოითვალა სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობაც.

„მარტის დასაწყისისთვის COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება ხუთ მილიონს მიაღწიოს“, – ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს, მისი რეალიზაციისთვის მეცნიერებს სოციალური დისტანცირება და პირბადის ტარება, ასევე, მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება მიაჩნიათ აუცილებლად, თუმცა, ყველა ამ პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის დასაწყისისთვის მსოფლიოში კიდევ სამასი ათასი ადამიანი გარდაიცვლება COVID-19-ისგან.

სწავლულების თქმით, ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ვირუსი SARS-CoV-2, ისევე როგორც გრიპი, ვითარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმთან ვირუსის ადაპტაციამ შეიძლება დაავადებას სეზონური ხასიათი შესძინოს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მასთან ბრძოლას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close