საზოგადოებასაქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

დღევანდელ დღეს სრულდება წყალკურთხევის რიტუალი. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას უზმოზე იღებენ, განსაკუთრებით ავადმყოფობის ან განსაცდელის დროს და სახლში ასხურებენ.

ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მასში სამჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close