მსოფლიოპოლიტიკა

ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, ანგელა მერკელი მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრება 18 იანვარს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი, აგრეთვე, სრულად განმარტოს მასზე ქიმიური თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ DW-ს რუსული გამოცემა წერს.

ქალაქ ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც 18 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა და შერემეტიევოს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის პუნქტში დააკავეს, 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა მიუსაჯა. სხდომამდე ნავალნის ადვოკატებს მასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. მათ სასამართლოს სხდომის გამართვის შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობეს.

შერემეტიევოში ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.

ალექსეი ნავალნიმ გერმანიაში თითქმის 5 თვე გაატარა მას შემდეგ, რაც იგი რუსეთში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

როგორც კი პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ რუსეთში ბრუნდებოდა, ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მასზე გამოცხადებულია ძებნა კომპანია „ივ როშეს“ საქმეზე და მას პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლას უპირებდნენ. ნავალნი მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ყველა საქმეს შეთითხნილს უწოდებს.

ევროკავშირის ლიდერებმა, აგრეთვე, ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close