ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ხატია ბუნიათიშვილის ალბომი iTUNES-სა და AMAZON-ზე ლიდერი გახდა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ერთ-ერთი ბოლო ალბომი iTunes-სა და Amazon-ზე გადმოწერების მხრივ აბსოლუტური ლიდერი გახდა. ამის შესახებ თავად პიანისტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ალბომი სახელწოდებით „ლაბირინთი“ (Labyrinth) 2020 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. მსმენელს ამ ალბომში შეუძლია დატკბეს ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციებით სკარლატიდან მორიკონემდე, ბახიდან გლასამდე. ალბომი პარიზის ფილარმონიაში ჩაიწერა.

„ლაბირინთი – ჩვენი ბედი და ქმნილებაა; ჩვენი ჩიხი და გათავისუფლება; ცხოვრებისა და გრძნობების პოლიფონია“, – წერს პიანისტი ალბომის შესახებ.

📣 Great news! 🥂 Khatia’s last album “Labyrinth” is N. 1 on iTunes Charts in All Genres and also N. 1 on Amazon Charts in All Genres 🇫🇷♥️⭐️

Posted by Khatia Buniatishvili on სამშაბათი, 12 იანვარი, 2021

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე. ის ორჯერ გახდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს – Echo Klassik-ის ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს თავისი ალბომის – „კალეიდოსკოპისთვის“, რომელშიც მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებებია შესული.

ბუნიათიშვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი სცენა აქვს დაპყრობილი.

ხატია ბუნიათიშვილი თბილისში დაიბადა 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან, გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.

კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე პირველი პრიზი მიიღო. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია და EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას“წოდება მიიღო.

ხატია ბუნიათიშვილი 2020 წელს ცნობილი ბრენდის, Cartier-ს ამბასადორი გახდა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close