fbpx
პოლიტიკასაქართველო

სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან

ევროპაში COVID-19-ის პანდემიის მესამე ფაზა უკვე დაწყებულია და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოში ინფექციის გავრცელების მეორე ფაზა უფრო მოგვიანებით იყო, ვიდრე ევროპაში. აქედან გამომდინარე, კორონავირუსის მესამე ტალღა შესაძლოა იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღას მომზადებული შეხვდება. „ამ კომპონენტში უნდა გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება, რაც მსოფლიოს აქვს და რაც ჩვენ დავაგროვეთ. მესამე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ და ასევე ვირუსის მესამე ფაზის მართვის კომპონენტში, რათა COVID-19-ის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close