ხელოვნებასაქართველო

კრწანისის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა (ფოტოები)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა, – ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

მემორიალი წარმოადგენს ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორ ფიგურას, რომელთა შორის აღმართულია ნაწრთობი მრავალშრიანი მინის კედელი. მინის კედელზე დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

წყარო 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close