fbpx
ჯანმრთელობარჩევები

„ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება… მაისამდე რამენაირად გავძლოთ“ – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე მორიგი ლაივჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მუტაცია ნებისმიერ ვირუსს ახასიათებს და ეს პროცესი მოსალოდნელი იყო.

ეს მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და, ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ანუ ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია… ყოველი დღე იხვეწება, ვაქცინის და წამლების კუთხით. მე ხშირად ვლაპარაკობდი რეინფიცირებაზე, მაგრამ კარგი ამბავია ისიც, რომ მეორეჯერ ადამიანს უფრო მსუბუქად გადააქვს“, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

მისივე თქმით, ახალი შტამი საყურადღებოა, მაგრამ არა საშიში. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არა ძლიერი.

„ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ.

ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა.

რა უნდა გავაკეთოთ?

კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 2 თვე ვიყოთ გადამდები და სამიც. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ ასეც ხდება, ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კიდევ ერთი რჩევა პროფესორისაგან: „ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ“.

fortuna.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close