fbpx
ჯანმრთელობასაქართველო

„ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია გახდეს პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს

დღეს ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაჰყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს.

„ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაჰყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში. „კოვაქსი“ ამ შესაძლებლობას გვთავაზობს და „ფაიზერის“ ვაქცინა შესაძლებელია, გახდეს ის პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას მოჰყვება „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ანუ ეს ორი არის ყველაზე ახლოს რიგში, რომელიც შესაძლებელია, მივიღოთ „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით. ორივეს აქვს შესაფერისი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება. სხვა დანარჩენი ვაქცინები, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული პერსპექტივა იმ კუთხით, რომ მიიღონ მსგავსი მარეგულირებლების ავტორიზაცია და ჩვენც ამათაც განვიხილავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დაწესებულება, სადაც ჩატარდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. როგორც გაბუნია ამბობს, ეს ყველაფერი პროტოკოლში გათვალისწინებულია. ამასთან, უახლოეს პერიოდში ჩატარდება ტრენინგი და უკვე იანვრის ბოლომდე მზად იქნებიან ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად.

როგორც გაბუნია ამბობს, თავდაპირველად ვაქცინაცია ჯანდაცვის პროფესიონალებს ჩაუტარდებათ.

1tv.ge-ის მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close