fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ჭარბი ფული იგივეა, რაც ჭარბი წონა“ – ივანიშვილის თქმით, მხოლოდ 200 მილიონი დოლარი დარჩება მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში

ვის გადასაცა ივანიშვილმა თავისი მატერიალური აქტივები და რას უტოვებს შვილებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართულ გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში თავისი აქტივების დიდი ნაწილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის შესახებ საუბრობს. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში დარჩება 200 მილიონი დოლარი.

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი არ ადასტურებს საერთაშორისო ბიზნესმედიის, მათ შორის „ფორბსისა“ და „ბლუმბერგის“ მონაცემებს მისი ქონების შესახებ. მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.

„სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, როგორ შეხვდნენ მისი შვილები ამ გადაწყვეტილებას, ივანიშვილი პასუხობს: „მინდა გითხრათ, რომ ისინი სრულიად იზიარებენ ჩემს მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი ჩემს დამოკიდებულებას ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

radiotavisufleba.ge

Entrepreneur-თან ვრცელ, ექსკლუზიურ ინტერვიუვრცელი ბოლოთქმა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონების ნუსხა ერთვის.

ბოლოთქმა: როგორც პუბლიკაციის დასაწყისში აღვნიშნე (სტატიის ავტორი – გიორგი შარაშიძე), ბიძინა ივანიშვილთან საუბარი 9 იანვარს შედგა. მასთან ინტერვიუზე „ჩვეულებრივი ქველმოქმედების“ საკითხებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დეტალური საუბრის და, მითუფრო, მისი ვრცელი წერილის გაცნობის შემდეგ, არ მტოვებს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მასშტაბის ქართველი ფილანტროპის პორტრეტს, ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია: თუ ქველმოქმედების არსი – კერძო ინიციატივით და პირადი ძალისხმევით კანონიერად მოპოვებული სიკეთეების საზოგადოების სასარგებლოდ ნებაყოფლობით და უანგარო დათმობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, რომელმაც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს.

ყველა ნაბიჯი, რაც მან 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში გადადგა, ამაზე მეტყველებს. იგი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად. იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი  სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული ქონება

შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში არსებული კომპანიების და მათ საკუთრებაში არსებული ქონების სია – გადაცემულია

მესაკუთრე მიწის ფართი მშენებარე ფართი ბინის/კომერც. ფართი
1 შპს თბილისი სითი (ცეკავშირი)

 

7,743 54,037
2 შპს სოლოლაკი რაიზი (პროექტი სოლოლაკი) 32,039 140,000
3 შპს სოლოლაკი ჰილს

 

16,734
4 შპს თაბორი რიზორთსი (თაბორი, გოლფი) 402,010 46,744
5 შპს ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი (საბაგიროები) 121 1,879 177
6 შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი) 57,547 51,074 3,606
7 შპს ბიზნეს დეველოპმენტი (მწვანე კონცხი) 1,941
8 შპს ბიზნეს დეველოპმენტი (ციხისძირი) 18,222
9 შპს სისაიდი (ჩაქვი)

 

9,253 491
10 შპს ბლექსი რიზორთსი (შეკვეთილის სასტუმრო პარაგრაფი) 151,144 64,518
11 შპს ბლექ სი რივიერა (განმუხური/ანაკლია) 33,951 21,647 232
12 შპს ცისარტყელა (წილის 51%, აბასთუმანი) 18,545 26,142

დამატებითი ქონების სია – გადაცემულია

მესაკუთრე მისამართი ქონების ფართობი მიწის ნაკვეთის ფართობი
1 შპს „ბიზნესცენტრი“ ქ.თბილისი, სოლოლაკის ხეივანი, ბიზნესცენტრის ტერიტორია 12,847 30,772
2  „ქართუ ჯგუფი“

 

ქ.თბილისი, 300 არაგველის ქუჩა 506 18,467
3  „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N39ა 7,615 4,126
4  „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ 12,300
5  „ქართუ ჯგუფი“ ქ.თბილისი, ცხვედაძის ქუჩის მიმდებარე ფერდობი 881
6 შპს „ბურჯი“ ქ.თბილისი (საწარმო ფართები) საწარმოო ფართები 21,034
7 შპს „ელიტა ბურჯი“ და ისანი ქართუს ტერიტორია ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 5,136 79,978
8 შპს „ელიტა ბურჯი“

 

ქ.ფოთი, გურიის ქუჩა 81
9 სს „ლაგუნა ვერე“-ს ტერიტორია და შპს კოსტავას 69 ქ. თბილისი, კოსტავას გამზ. 19,486 43,870
10 შპს „სი ვიუ რესორთ“ ქ.ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

 

911 792
11 სს „ბოლნისის ტუფი“ რაიონი ბოლნისი, სოფელი ტალავერი საწარმოო ფართი 40,000
12 სს „დიდველი“-ს მიწის ნაკვეთები ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი „დიდველი“ 13,513

 

13 სს „ბანკი ქართუ“,

 

თბილისი
14 სს დაზღვევის კომპანია ,,ქართუ“ თბილისი

გადაცემის პროცესშია:

  1. კომპლექსი დაბა ბაკურიანში – 7 625 (ქონების ფართი) – 88 801 (მიწის ნაკვეთის ფართი)
  2. შპს სასტუმრო სიღნაღში – (წილის 70%)
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close