fbpx
შეუცნობელი

რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს და ივანიშვილს?

ექსტრასენსები, წინასწარმეტყველები, მათ სამეფო კარსა და ქვეყნის მმართველობაში დიდი ადგილი უკავიათ. ზოგს სულაც არ სჯერა ბედისწერისა და გაწერილი ცხოვრების, მაგრამ მაინც აქვთ კავშირი ეზოთერიკოსებთან…

უწინაც და ახლაც მმართველები მათ სიტყვას ყოველთვის ენდობოდნენ და სამომავლოდაც ითვალისწინებდნენ…

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიგლა გობეჩია ამ მიმართულების გამოცდილი მკვლევარია და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ფლობს.

როგორ მუშაობდნენ „სპეცსამსახურებში“ ეზოთერიკები და რისგან იცავდნენ ისინი ზესახელმწიფოთა ლიდერებს, ამის შესახებ გიგლა გობეჩიას გავესაუბრეთ.

ვინ იყვნენ ბიოეტიკები?

ბიოეტიკები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის პირველ პირებს იცავდნენ ფსიქოენერგეტიკული ზემოქმედებისგან. მამა ბუშს 10-12 ბიოეტიკი ჰყავდა, პრეზიდენტ კლინტონს – 22. ბიოეტიკი ჰყავდა ელცინს, პოლიტბიუროს ყველა წევრს, მათ შორის, ედუარდ შევარდნაძესაც. პრეზიდენტობის დროს ხშირად ხვდებოდა ივერი ფრანგიშვილს და მისგან გარკვეულ ინფორმაციას იღებდა. ბიოენერგეტიკებს იყენებენ სპეცსამსახურები, რომ სახელმწიფოს პირველმა პირმა ფსიქოენერგეტიკული ზემოქმედების დროს არ მიიღოს ქვეყნისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება.

ამ მიმართულებას არა მხოლოდ პოლიტიკაში, სპორტშიც იყენებენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც თავის დროზე დამიდასტურა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯანო ბაგრატიონმა.

1988 წელს ნანა იოსელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინელ დიდოსტატს სენ ჯუნს ხვდებოდა. ნანა თავისი გამოცდილებით 10 თავით მაღლა იდგა მასზე, თუმცა ეს შეხვედრა წააგო. იმ დარბაზში, სადაც შეხვედრა იმართებოდა, ყოველთვის შემოდიოდა ერთი პიროვნება, რომელიც კუთხეში თავისთვის იჯდა და მისჩერებოდა ნანას, მუშაობდა ნანას თავის არეზე, გადასცემდა მას აზრებს და აშვებინებდა ისეთ საბედისწერო შეცდომებს, რის გამოც მან შეხვედრა წააგო…

თავისუფალი საქართველოს ლიდერები იზიარებდნენ მედიუმებისა და ეზოთერიკოსების რჩევებს?

ზვიად გამსახურდია ამ თემაში ძალიან კარგად ერკვეოდა. მან გადასარევად იცოდა აღმოსავლური ფილოსოფია. მართალია, გვერდით არ ჰყავდა პროფესიონალები, თუმცა პროგნოზები, რაც ცხონებულმა გამსახურდიამ გააკეთა, პრაქტიკულად, ზუსტად ახდა.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, ჯერ კიდევ მოსკოვში ყოფნისას მასთან ნალჩიკელი ნათელმხილველი მუშაობდა, რომელიც თავის მოგონებებში წერდა, რომ პოლიტბიუროს წევრებს შორის ყველაზე კარგად ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობდა.

საქართველოში ედუარდ შევარდანაძის პრეზიდენტობის დროს სპეციალური სამსახურის გაკეთება იგეგმებოდა. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე დეტალურად იყო საქმის კურსში. მინისტრებისა და ხელმძღვანელი პირების გარკვეული ჯგუფი დაინტერესებული იყო ამ საკითხით, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დაიწყო საუბარი თემის დეტალურ განხილვაზე.

ეს უნდა ყოფილიყო „უპორტფელო“ სამინისტრო, დაერქმეოდა პროგნოზების სამსახური და მოექცეოდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ასეთი სამსახურები უკვე არსებობდა უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთში. ჩვენთან ამ სამსახურის შექმნას ეგრეთ წოდებულმა „ვარდების რევოლუციამ“ შეუშალა ხელი. ამ საკითხების მკვლევრებმა კარგად ვიცით, რომ დღეს თითქმის არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი სამსახურები არ არსებობს – საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ისრაელში, იაპონიასა და ჩინეთში ეს სამსახურები იცავენ თავიანთი ქვეყნის ლიდერებს ფსიქოენერგეტიკული ზემოქმედებისა და საფრთხეებისგან.

„გაეროში“ ათეული წლებია, არსებობს სამსახური, რომელიც დედამიწის გარეთ ცივილიზაციებთან კონტაქტებსა და ადამიანის ზეშესაძლებლობებს სწავლობს.

პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებული იყო ამ თემით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთ-ერთ ცნობილ ნათელმხილველსა და მკურნალზე, რომელმაც უარი თქვა, ემუშავა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტზე, რის შემდეგაც მოწამლეს და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მე მის ვინაობას მისი ნებართვის გარეშე ვერ გავამჟღავნებ. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, ეს თემები ძალიან აინტერესებს, თუმცა ამას არ აჩვენებს.

როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის გატაცება ასწლოვანი ხეებით ერთ-ერთ ნიშანია, რომ მას აინტერესებს ეზოთერიკა.

ხეებისგან ენერგიის მიღებით დაინტერესება არ არის ერთადერთი ნიშანი. ეს იცოდა ჩვენმა ყველა წინაპარმა, განსაკუთრებით კოლხეთში. მათ იცოდნენ, როდის უნდა მოეჭრათ ხე სახლის ასაშენებლად, საწოლის გასაკეთებლად, როდის – შეშისთვის.

ეს ეხება ხისგან ენერგეტიკის მიღებასაც. არსებობს ნეგატიური და პოზიტიური ხეები. ნეგატიურ ხედ ითვლება ჭადარი, პოზიტიურად – მუხა, წაბლი.

ხისგან ენერგიის მიღების, ჯანმრთელობის გაძლიერების შესახებ ცოდნა ჩვენში უხსოვარი დროიდან არსებობს.

ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ამ თემის მნიშვნელობა ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობის პერიოდიდან იცის და სხვა ბიზნესმენების მსგავსად ასეთი დახმარება მასაც მიუღია.

ბიზნესმენები მედიუმებს აქტიურად იყენებენ ხელშეკრულებების გაფორმების, ახალი საქმეების წამოწყების დროს.

digest.pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close