საზოგადოებასაქართველო

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

ცნობილი გახდება, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რა მდგომარეობაა მიგრაციის კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები

საქართველოში 2021 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. 

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდება არსებული მონაცემების სისტემატიზაცია და დაიწყება თანამშრომლების მომზადება.
თარიღი, როდის დაიწყება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ჯერჯერობით უცნობია. საშუალოდ, მოსახლეობის აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2 წელი გრძელდება. აღწერის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრატორების მომზადება, აღრიცხვის სისტემის შემუშავება, მოსახლეობის მისამართების დადგენა და რეგისტრატორებს შორის მათი განაწილება.
საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა პირველად 2002 წელს ჩატარდა. 2002 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებთა რაოდენობამ 4 მლნ ათასი ადამიანი შეადგინა.

მოსახლეობის მეორე აღწერა 2014 წელს ჩატარდა. მოსახლეობის რაოდენობამ, 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, 3 729 635 ადამიანი შეადგინა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close