fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11-17 იანვარი

11 და 12 იანვარი კლებადი მთვარის პერიოდია. უმჯობესია ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ გამართოთ, ისეთი შედეგით არ დასრულდება, როგორც გსურთ. თუ რამე უკვე დაგეგმილი გაქვთ, შეეცადეთ სხვა დღეს გადაიტანოთ.

13 იანვარს ახალმთვარეობაა. ამ დღეს პროვოკაციებს ნებისმიერი მხრიდან შეიძლება ელოდოთ, მაგრამ არ უნდა აჰყვეთ. შეეცადეთ სიმშვიდე და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, მაშინ ეს დღე თქვენთვის კარგად ჩაივლის. 13 იანვრის საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ – წაიკითხეთ საყვარელი წიგნი, ინებივრეთ თბილ აბაზანაში, მოამზადეთ თქვენთვის რამე გემრიელი. მოკლედ, ისიამოვნეთ!

14-იდან 17 იანვრის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ამ პერიოდში არაფერი არ მოხდება, მაგრამ მათ, ვინც იცის, სწრაფად როგორ მიიღოს გადაწყვეტილება, ამ დღეებში შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიონ. ნურაფრის გეშინიათ! მზარდი მთვარის დროს შეიძლება და უნდა დაიწყოთ კიდეც ახალი რამ და წინ წახვიდეთ!   

 

ვერძი

მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ, არ უგულებელყოთ ახალი ნაცნობობა. ამ კვირაში შეძენილი ნაცნობები კარგ სამსახურს გაგიწევენ მოგვიანებით, როდესაც უკვე დავიწყებულიც კი გექნებათ, რა ვითარებაში გაიცანით ისინი. გარემოებები კი შეიძლება სრულიად მოულოდნელი იყოს.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

კურო

ამ კვირაში ცხოვრება დატვირთული იქნება. თქვენი ამოცანაა, ისწავლოთ გარემოებების თქვენს სასარგებლოდ გამოყენება. თუ სიტუაციის მართვას შეძლებთ, რამდენიმე დღეში მთებს გადააადგილებთ. სწორად უნდა გამოიყენოთ თქვენი გონებრივი შესაძლებლობები და ბოლომდე ჩამოუყალიბებელი მისწრაფებები მკაფიო, მიღწევად მიზნებად გადაიქცევა თქვენს კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 11, 13

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

შესაძლებლობა მოგეცემათ ჩანაფიქრის მაქსიმალურად წარმატებით განსახორციელებლად. საყვარელი ადამიანი მზად არის შეასრულოს თქვენი ნებისმიერი სურვილი და ეს სულაც არ არის რაიმეს დათმობა. ბოლოს და ბოლოს, ეს მისთვისაც კარგი იქნება. ეს კვირა განუმეორებელ, ზოგჯერ საოცარ მოვლენებსაც გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

თქვენი აქტიურობა პარტნიორულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული და მალე ყველა საკითხზე შეთანხმდებით. ამჯერად შეძლებთ ცხოვრებაში თქვენი ამბიციური მიზნების განახორციელება დაიწყოთ. სამუშაოს ინტენსივობა იმ ჯილდოს პირდაპირპროპორციული იქნება, რომელსაც მიიღებთ. იყავით უფრო ყურადღებიანი ახლობლების მიმართ, მოუსმინეთ მათ რჩევებს.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ლომი

სიმსუბუქესა და სიმშვიდეს იგრძნობთ, ბევრი რამ, რაც გაღიზიანებთ, წარსულს ჩაბარდება. კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის, თუმცა ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, კარგად შეაფასეთ არსებული ვითარება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. შაბათ-კვირას მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ის არ მოგატყუებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ზოგიერთი შეხედულება ცხოვრების შესახებ დროთა განმავლობაში ძველდება, მათზე უარს თუ იტყვით, ეს თქვენი განვითარებისთვის სასიკეთო იქნება. დროა ეს აღიაროთ. სამყარო შეიცვალა, ისწავლეთ გააანალიზოთ სიტუაცია, დაინახოთ პერსპექტივა სამსახურში და თქვენს პირად ცხოვრებაში. უმჯობესია ახლა რაღაც დათმოთ, შემდეგ ათმაგად აინაზღაურებთ.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

კვირის პირველ ნახევარში მივლინებები პროდუქტიული იქნება და სასურველ შედეგს მოიტანს. შეგიძლიათ მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. კვირის მეორე ნახევარი სიხარულს მოგიტანთ მეგობრებთან შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისგან. შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ, ეს პოზიტიური ენერგიით აგავსებთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

წარმატებასა და პოპულარობას მოიპოვებთ. შესაძლებელია დაწინაურება სამსახურში. პირად ცხოვრებაშიც კარგი პერიოდი გელით. ზოგადად, ეს კვირა თითქმის ყველა თვალსაზრისით წარმატებული იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებებს მოულოდნელად არ შეცვლით.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენი გეგმები ოპტიმალური იქნება. მშვიდად იყავით, ხისტი ქცევა, ყვირილი და აგრესია მთლიანად უნდა გამოირიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები. შაბათს ნურაფერს დაგეგმავთ, იცხოვრეთ თავისუფალი გრაფიკით, მძიმე ფიზიკური დატვირთვა ამ დღეს არ არის რეკომენდებული.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

საყვარელი სამუშაო შეიძლება თქვენი სიცოცხლისუნარიანობის წყარო იყოს. საუკეთესო შედეგებს იმაში მიაღწევთ, რისკენაც სულიერად ისწრაფვით. მცირე წარუმატებლობები ნუ შეგაშინებთ, უკან ნუ დაიხევთ და თქვენი მიზნის მისაღწევად ძალისხმევას ნუ დაიშურებთ. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სულიერი სიმშვიდის აღდგენას.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

ეს კვირა თქვენთვის მნიშვნელოვანია, შესაძლოა თქვენი მომავალი შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ და ეს თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ სიტუაცია და არ მოტყუვდეთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა გულწრფელ სიხარულს მოგიტანთ. ოჯახური პრობლემების დროს მოთმინება და გამძლეობა გმართებთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ვითარება მალე დასტაბილურდება.

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 11.

 

თევზები

ამ კვირაში შეგიძლიათ დაგეგმოთ მოკლე მოგზაურობა, ეწვიოთ ახლობლებს. კვირის ბოლოს მაცდური საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდებიან, რომელზეც უარის თქმა ადვილი არ იქნება, მაგრამ მაშინვე არ დათანხმდეთ, ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და  გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეთ. გახსოვდეთ: ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close