fbpx
ტექნოლოგიები

ილონ მასკი მარსზე დასახლების შესაქმნელად ქონებას ყიდის

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი საკუთარ ქონებას ყიდის. მისი მიზანია მარსზე დასახლებების შექმნა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის განცხადებით, მარსის განაშენიანებას სოლიდური ინვესტიციები სჭირდება, ამიტომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც ქონებას ყიდის.

„მე არ მაქვს კომპანიის აქციებზე უფრო ძვირფასი ქონება. თუ საჭირო გახდა, დაძაბული ვითარების გამო ან ოფისში ან საწარმოში დავიძინებ“, – აცხადებს Business Insider-თან საუბრისას ილონ მასკი.

2020 წლის ბოლოს მასკმა მარსის განაშენიანების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ის აპირებს ავტონომიური ქალაქის მშენებლობას. 2050 წელს ბიზნესმენი მარსზე 1 000 000 ადამიანის გაგზავნას აპირებს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close