fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიაში იძიებენ 89 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს, რომელიც ვაქცინაციიდან მალევე დაიღუპა

იტალიაში მიმდინარეობს 89 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზების გამოძიება, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ მალევე დაიღუპა ინსულტისგან.

ამის შესახებ Corriere della Sera წერს ლიგურიის ჯანდაცვის რეგიონული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქალი გენუის ხანდაზმულთა სახლში ცხოვრობდა. მას ვაქცინაცია 5 იანვარს ჩაუტარდა. აცრიდან მალევე ქალს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი 6 იანვარს დილით გარდაიცვალა.

იმის გამო, რომ ვაქცინაციასა და ინსულტს შორის მცირე დრო იყო, ქალის გარდაცვალების მიზეზებს გულმოდგინედ იკვლევენ.

ლიგურიის ჯანდაცვის რეგიონულ სააგენტოში აღნიშნეს, რომ არაფერი მიუთითებს ვაქცინაციასა და ინსულტს შორის პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

როგორც ცნობილია, ვაქცინაციის შემდეგ მოხუცთა სახლის ბინადარი ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზებს იკვლევენ ნორვეგიაშიც. ნორვეგიის წამლის სააგენტოს სამედიცინო დირექტორი განმარტავს, რომ ამჟამად იცრებიან ყველაზე სუსტი და მოწყვლადი ჯგუფები, ადამიანები, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ, ამიტომ შესაძლებელია გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინაციის დროის მონაკვეთთან ახლოს იყოს. ასეთ შემთხვევაში დაწვრილებით იქნება გამოძიებული, არის ეს უბრალო დამთხვევა თუ სიკვდილი ვაქცინის მიღებას პირდაპირ უკავშირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close