fbpx
პოლიტიკასაქართველო

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა

ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თავად ეკა ხოფერიამ დაუდასტურა და განაცხადა, რომ შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო, რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ კი დათანხმდა ახალი ვალდებულებების აღებას.

„ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ – „მე აფხაზეთისთვის“. მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“.

აპირებთ თუ არა საკადრო ცვლილებებს ან გუნდში ახალი წევრების აყვანას?

„რამდენიმე დეპარტამენტია სამინისტროში, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს. დანარჩენი უნდა მივიდე, გავეცნო სიტუაციას და ამაზე ახლა საუბარი ჩემი მხრიდან ზედაპირული იქნება. მივალ, გავეცნობი და დანარჩენი არის უკვე სამუშაო პროცესი. მთავარია, მოვინდომოთ და ბევრი რამ ერთად გამოგვივა“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ეკა ხოფერია.

ეკა ხოფერია 20 წელზე მეტხანს იყო ჟურნალისტი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში და მიყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუები.

მისივე თქმით, ჟურნალ „სითის“, რომელსაც 11 წელი უძღვებოდა, მისი და – თეა ხოფერია უხელმძღვანელებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close