შეუცნობელი

ვინც ახალ წელს ეს რიტუალი ჩაატარა, ყველა თანამდებობაზე დაინიშნა – როგორ ავისრულოთ სურვილები მომავალ წელს

ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია და ადამიანები მას იმედის თვალით უყურებენ. ცდილობენ, სურვილები ჩაუთქვან და ის, რაც ვერ მოახერხეს გასულ წელს, ახალ წელს აიხდინონ. სწორედ ამიტომაა ხოლმე აქტუალური ასტროლოგთა თუ ფენ შუის სპეციალისტთა რჩევები.

თიკა ქოქაშვილი ფენ შუის ლიცენზირებული და დიპლომირებული სპეციალისტი გახლავთ და „პრაიმტაიმს“ იმ რიტუალების შესახებ უყვება, რომლებიც ახალი წლის ღამეს ან შემდგომ დღებში უნდა ჩავატაროთ, რომ ამა თუ იმ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს.

– რაც შეეხება საახალწლო სუფრას, ის უნდა იყოს გაწყობილი მეტალის სტიქიაში, მაგრამ ცეცხლის სტიქიაც არაა აკრძალული და ამიტომ არ შეგეშინდეთ, თუ ოქროსფერ დეტალებთან ერთად წითელსაც გამოიყენებენ. მეტალის ფერებში ითვლება ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, ნაცრისფერი… წითელი კი აუცილებელიც არის, რაც წარმატებისა და იღბლიანობის მომტანი იქნება. სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ციტრუსი – მანდარინი და ფორთოხალი. როდესაც სახლში მანდარინის სუნი ტრიალებს, იწვევს ფინანსების შემოდინებას, რადგან ფენ შუის მიხდვით, სადაც არის კარგი სუნი, იქ მიდის ფული. რაც შეეხება ფიგურებს, უნდა გვქონდეს როგორც თაგუნიას, ისე ხარის ფიგურა. ასევე, აუცილებელია, თაგვის ფიგურას დავუდოთ რძის ნაწარმი, ხარის ფიგურას კი – ხილი: ვაშლი, ოქროსფერი მსხალი. შეგიძლიათ, დეკორატიული ხილიც გამოიყენოთ.

ასევე, აუცილებელია სუფრაზე პატარა ფიალაში ჩაყრილი ბრინჯი, რომელშიც ჩავყრით ფენ შუის თუ ჩვეულებრივ მონეტებს, ჩასვით ხარის ფიგურა ან თუ კარიერაში წარმატება გსურთ, კუს ფიგურა ჩასვით, ასევე – სიყვარულის სიმბოლოები ჩაალაგეთ. ეს ფიალა უნდა მაგიდის სამხრეთ აღმოსავლეთით დაიდგას და 11 თებერვლამდე მაგიდაზე უნდა გვქონდეს. კარგია, დროგამოშვებით საჭმლის ზეთს თუ დავაწვეთებთ ხოლმე. 11 თებერვლის შემდეგ დავდოთ შემოსასვლელში და სახლში დაბრუნებისას, როცა გაგახსენდებათ, ხურდები ჩაამატეთ ხოლმე.

ხარს არ უყვარს სისწრაფე, არის ძალიან მშვიდი, მეგობრული, ტრადიციების მოყვარული ნიშანი. უყვარს ოჯახი, ერთიანობა და მშრომელი ადამიანები.

ახალი წლის დადგომამდე, თუნდაც დღესვე, შეგიძლიათ დაწეროთ სურვილი და ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე. რამდენი სურვილიც გინდათ, იმდენი ჩამოწერეთ, ოღონდ აწმყო დროში, როგორც უკვე ასრულებული სურვილი. მაგალითად: „მე მაქვს ახალი სამსახური და დიდი შემოსავალი“; „მე გავთხოვდი და ვარ ბედნიერი“ და ა.შ. ახალი წლის დადგომისას ჩამოხსენით ეს ფურცელი, წაიკითხეთ, გაიტანეთ აივანზე ან ფანჯარასთან, მოუკიდეთ ცეცხლი და ფერფლი ნიავს გაატანეთ.

მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2201 წელს, ფულის შეგროვება დაიწყეთ ხის ყუთში, რადგან ძალიან კარგი ენერგია აქვს.

კარიერის გასაუმჯობესებლად იანვრის პირველი რიცხვებიდან 43 დღის განმავლობაში მდინარეში უნდა ჩააგდოთ მონეტა. სასურველია, ეს გაკეთდეს ყოველ დილას. ჩავიფიქრებთ სურვილს, ვიტყვით: „ჩემი სურვილი ასრულებულია“ და გადავაგდებთ მონეტას. თუ რომელიმე დღე გამორჩა, თავიდან უნდა დაიწყოს დღეების ათვლა.

ერთ ისეთ რიტუალს გასწავლით, რომელიც ძალიან მაგრად მუშაობს და ისეთმა ადამიანებმა გააკეთეს შარშან, რომლებიც 2020 წელს თანამდებობებზე დაინიშნენ. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ახალი წლის ღამე გააკეთოთ ეს რიტუალი. შეგიძლიათ, პირველშიც გააკეთოთ, მშვიდ გარემოში ან შობას.

დაგჭირდებათ დიდი წითელი კონვერტი, რომელიც შეგიძლიათ, თავადაც გააკეთოთ, სამი თაბახის ფურცელი, ვარდის ფურცლები, კანფეტი, პურის ნატეხი და 5-ლარიანი.

ერთ ფურცელზე დავწერთ: მე (სახელი, გვარი) 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე მექნება შემოსავალი (სასურველი რიცხვი). ასევე, დაწერეთ, საიდან გსურთ ამ შემოსავლის მიღება. თუ დამატებითი შემოსავალი გსურთ, ისიც დაწერეთ, რამდენი გინდათ იქიდან და როგორ შემოგივათ.

როცა კონკრეტულ თანხას დაწერთ, რიცხვს ნუ დაასრულებთ ნულით, რადგან სამყარო ნულს ვერ აღიქვამს და 5 000 შესაძლოა, 5-ად აღიქვას. ამიტომ ბოლო ციფრებად ნულს ნუ დაწერთ. დაათრიღეთ 2022 წლით, თითქოს აგისრულდათ სურვილები და ხელი მოაწერეთ. ამ ფურცელში გაახვიეთ პური და ხუთლარიანი და ჩადეთ კონვერტში. შემდეგ ფურცელზე ჩამოწერეთ სასიყვარულო სურვილები, გაახვიეთ მასში ვარდის ფურცლები და ისიც იმავე კონვერტში ჩადეთ. მესამე ფურცელზე კი ჩამოწერეთ სხვა სურვილები – მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, სულიერი სიმშვიდე, კარგი სამეგობრო წრე – რაც გულით გინდათ. წერის დროს ეს ყველაფერი უნდა წარმოიდგინოთ, გაახვიოთ მასში კანფეტი და ესეც კონვერტში მოათავსოთ. კონვერტის უკანა მხარე დააწებეთ, დასკოჩეთ და ყველაზე მაღალი კარადის თავზე შემოდეთ. შოკირებული დარჩებით, წლის ბოლოს ისე აგისრულდებათ ეს სურვილები. ეს გამოცდილია და ძალიან ძლიერი პრაქტიკაა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close