fbpx
კრიმინალისაქართველო

სტიქაროსანი მამაოს გარყვნილი ქმედების მცდელობაში სდებს ბრალს – სტიქაროსანის დედა ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა და მტკიცებულება საპატრიარქოს პირადად გადასცა

17 წლის სტიქაროსანი სასულიერო პირს გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, „შაბათის ფორმულას“ ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან შეატყობინეს და მტკიცებულებად გადასცეს ის წერილები და ვიდეოფაილები, რომლებსაც მღვდელი არასრულწლოვან სტიქაროსანს უგზავნიდა. ამ ფაქტს ეკლესიის წინამძღვარიც ადასტურებს. 

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში შემჩნეული სასულიერო პირის შესახებ სტიქაროსნის ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, რაც მოზარდმა მშობლებს მღვდლის მიმოწერაზე უამბო და შეტყობინებები უჩვენა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედა ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა და სასულიერო პირისა და მისი შვილის მიმოწერა საპატრიარქოს პირადად გადასცა.

ამავე ტაძრის სხვა სასულიერო პირები ამბობენ, რომ მღვდელმა ევროპა ამბის გახმაურებიდან 2 კვირაში დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

„ფორმულამ“ დაადგინა, რომ მღვდელი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს და უხამს ვიდეოებს პერიოდულად უგზავნიდა.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მღვდელი საქართველოშიც იყო ანალოგიურ ქმედებებში მხილებული. ის საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან წავიდა ევროპაში და თითქმის 2 წელი იქ ეწეოდა საეკლესიო საქმიანობას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close