fbpx
კრიმინალისაქართველო

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იყალ­თო­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მოადგილე ვანო ზანდარშვილმა თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

როგორც ირკვევა, ამ უმძიმეს დანაშაულს წინ უძღვოდა მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ასე­ვე დაჭ­რი­ლია თე­ლა­ვის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ სახლში გაწერეს.

„ambebi.ge“-ს ინფორმაციით,  დაპირისპირება ერთ-ერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის სახლში მოხდა დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს. თავად ლაჩაშვილი კი მის სახლში კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მეგობრები ისე გააცილა, სახლში არანაირი კონფლიქტი არ მოსვლიათ.

„11 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, სახ­ლი­დან რომ წა­ვიდ­ნენ. ვა­ნოს მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ ერ­თად ყვე­ლა­ნი, მას უნდა წა­ეყ­ვა­ნა ბი­ჭე­ბი თე­ლავ­ში და სახ­ლებ­ში მი­ეყ­ვა­ნა. წა­ვიდ­ნენ ერ­თად, მე შე­მო­ვე­დი სახ­ლში, მერე რა მოხ­და და გზა­ში რაზე იკა­მა­თეს, არ ვიცი“, – ამბობს დავით ლაჩაშვილი.

მიხეილ მიქელაშვილი იყალთოში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. როგორც ის „კურიერთან“ ჰყვება, 38 წლის ზურაბ საჩაშვილი მანქანაშივე გარდაიცვალა.

„ღამის 12 საათზე სროლის ხმა გავიგე, დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთი ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ყველაფერი. მანქანა გაჩერდა, ჩაგუდული ხმა იყო სროლის, გარეთ არ უსვრია. სულ ოთხნი იყვნენ, მთვრალები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. თვითონ დარეკა პატრულში და შემდეგ სასწრაფო მოვიდა“, – აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.

პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close