fbpx
საქართველო

პრეზიდენტის საჩუქარი ქალაქს და „საჩუქარი“ პრეზიდენტს (ფოტოები)

პანდემიის „ჯინაზე“ თბილისის ქუჩებში საახალწლო განწყობა მაინც იგრძნობა. წელს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე განსაკუთრებით ლამაზია, ქუჩებიც ულამაზესად მოიკაზმა და საახალწლო „შოპინგიდან“ გამოსული ადამიანების ბედნიერი სახეებითაც აივსო.  

კიდევ ერთი ჯადოსნური ადგილი აჩუქა ქალაქს საქართველოს პრეზიდენტმა – ასეთი ლამაზი ორბელიანების სასახლე არასოდეს ყოფილა.

პრეზიდენტის რეზიდენციის სურათები ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა:

თავად პრეზიდენტსაც სასიხარულოი ამბავი ელოდა – ბებია ნანატრ შვილიშვილს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„როგორც იქნა შევხდით ერთმანეთს … მარიამ “, – წერს სალომე ზურაბიშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.

მარიამი პრეზიდენტის პირველი შვილიშვილია. პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე იქორწინა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close