fbpx
პოლიტიკასაქართველო

საქართველოს პრეზიდენტი ბებია გახდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. სალომე ზურაბიშვილის ვაჟს თეიმურაზ გორჯესტანს  ქალიშვილი – მარიამი შეეძინა. მარიამი საქართველოს პრეზიდენტის პირველი შვილიშვილია.

„დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი)“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამზე.

პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა თავის ფრანგ რჩეულზე ჯვარი 2018 წელს დაიწერა ყაზბეგში, გერგეტის სამებაში. მისი მეუღლე – კონსტანსა ჯვრისწერამდე 2 თვით ადრე პარიზში მართლმადიდებლური წესით მოინათლა.  2019 წელს კი წყვილმა პარიზში მოაწერა ხელი.

სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზი ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს.

PHOTO: SALOME ZOURABICHVILI / FB
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close