fbpx
პოლიტიკასაქართველო

კობა დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი, რომელსაც მაანკილოზებელი სპონდილიტი ანუ ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ დაუდგინეს, ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, 49 წლის პოლიტიკოსი კლინიკაში 23 ნოემბერს შეიყვანეს მძიმე და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადებების ფონზე განვითარებული თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

სამწუხაროდ, 25 ნოემბერს დავითაშვილი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს განუკურნებელი დაავადება 2017 წელს გამოუვლინდა. დაავადება მე-4 სტადიაშია.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილი, სხვადასხვა დროს თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო.

დავითაშვილს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

2020news.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close