საზოგადოებასაბერძნეთი

თესალონიკში მღვდელი 1500 ევროთი დააჯარიმეს საიდუმლოდ ჩატარებული ლიტურგიისთვის

პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა თესალონიკის ტრიანდრიის წმინდა სპირიდონის სახელობის ეკლესიაში და მღვდელი და მოწმუნეები დააჯარიმა.

Thestival-ის ინფორმაციით, საჩივრების საფუძველზე, პოლიციელები თესალონიკის ტრიანდრიაში (Τριανδρία), აგია სპირიდონის ეკლესიაში მივიდნენ შესამოწმებლად. მათ ნახეს, რომ ტაძრის მთავარი შესასვლელი დაკეტილი იყო, თუმცა წირვა ტაძრის სამლოცველოში ტარდებოდა, რომელსაც კარი ღია ჰქონდა. ზოგი მორწმუნე წირვაში მონაწილეობდა, ზოგი ლოცულობდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მორწმუნეებს შორის არ იყო დაცული ორი მეტრის მანძილი და არც თანაფარდობა: 15 კვ.მ-ზე ერთი ადამიანი.

რვა მორწმუნე დააჯარიმეს გადაადგილების შეზღუდვის კანონის დარღვევისთვის, ხოლო მღვდელს 1500 ევრო ჯარიმა გამოუწერეს საკულტო სივრცეში სპეციალური წესების დაუცველობის გამო. კომპეტენტურმა პროკურორმა შესაბამის სამსახურს საქმის აღძვრა დაავალა პასუხისმგებელი სასულიერო პირის წინააღმდეგ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close