კრიმინალისაქართველო

„ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომელი დაჭრეს

სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ პაციენტის ახლობლებმა კლინიკის უსაფრთხოების თანამშრომელი დაჭრეს.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, პროფესორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დაჭრილს საკმოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

„კლინიკის პაციენტის ოჯახის წევრებისა და დაცვის თანამშრომლების დაპირისპირების შედეგად, დაზიანებული დაცვის თანამშრომლის ოპერაციული ჩარევა დასრულებულია. ოპერაცია საკმაოდ რთული და მასშტაბური იყო, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგი დაფიქსირდა, ასევე აღინიშნებოდა ჰემორაგიული შოკი, ამჟამად პაციენტი გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოებთან ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინციდენტის რეალური მიზეზი უცნობია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

პოლიციამ „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ცხელ კვალზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა.

ამასთან, როგორც Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close