კრიმინალისაქართველო

ჯილდოდ მიიღებთ 50 000 ლარს, თუ დაკარგული ილია ფილფანის შესახებ ოჯახს ინფორმაციას მიაწვდით (ვიდეო)

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელისთვის ფულად ჯილდოს აწესებს.

„თუ თქვენ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ბავშვის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ.

ნებისმიერი ინფორმაციითსვის, რომელიც ბავშვის პოვნაში შეიძლება დაგვეხმაროს ან გაგვიყვანს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც რაიმე წვლილი მიუძღვის მის გაუჩინარებაში, ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ 30 ათასი ლარი,“ – ამბობს ილია ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი „ნანუკას შოუში“.

ინფორმაციისთვის, 13 წლის ილია ფილფანს 18 ივლისიდან უშედეგოდ ეძებენ.

ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close