![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2020/12/მაკრონი-და-კასტექსი.jpg)
საფრანგეთის პრეზიდენტს დღეს, 17 დეკემბერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
ემანუელ მაკრონს ინფექციის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ჩაუტარდა RT-PCR ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. პრეზიდენტი მომდევნო 7 დღის განმავლობაში კარანტინში იქნება და მუშაობას ამ რეჟიმში გააგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც მაკრონის კონტაქტს, ტესტი ჩაუტარდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსსაც, პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. კასტექსს სიმპტომები არ აქვს, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებით, იგი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება და დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.
ნინო ხოშტარია
კომენტარები