ხელოვნებაარტისტი

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილით პრესტიჟული საერთაშორისო სააგენტო ASKONAS HOLT-ი დაინტერესდა

ნატალია ქუთათელაძის დებიუტი ამ სეზონზე შედგება - იგი სანტიაგოს მუნიციპალურ თეატრში განთქმული კარმენის როლით წარდგება

ქართველმა მეცო-სოპრანომ, ცნობილი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტო Askonas Holt-თან კონტრაქტი გააფორმა.

Askonas Holt-ი კლასიკური მუსიკის სფეროში „ოპერირებს“. სააგენტო მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ავითარებს როგორც უკვე ცნობილ, ისე ახალბედა ნიჭიერ არტისტებს. სააგენტო ასევე აწყობს საერთაშორისო ტურებს წამყვანი მსოფლიო ორკესტრებისა და ცეკვის კომპანიებისთვის.

სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ნატალია ქუთათელაძის დებიუტი ამ სეზონზე შედგება – იგი სანტიაგოს მუნიციპალურ თეატრში კარმენის როლით წარდგება.

„არასდროს არ მქონია ისეთი გრძნობა, თითქოს საკონცერტო სცენა ჩემთვის რაიმე სიახლე იყო. გარდა ამისა, ადრეული ასაკიდან არტისტის დისციპლინისა და ცხოვრების სტილის დაკვირვება დამეხმარა იმ პრობლემებთან გამკლავებაში, რომლებსაც განსაკუთრებით დამწყები არტისტები აწყდებიან“, – ციტირებენ ვებგვერდზე შემსრულებელს.

ნატალია ქუთათელაძე ცნობილი მომღერლის, ეკა მამალაძის ქალიშვილი და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შვილიშვილია. ოჯახური ტრადიციის მიუხედავად, ნატალიამ უარი თქვა ესტრადაზე და კლასიკური მუსიკა აირჩია. მან თბილისის კონსერვატორია დაამთავრა, შემდეგ კი ვოკალური ხელოვნების შესწავლა გააგრძელა აშშ-ში, სადაც ერთი წლის შემდეგ მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2020 წელს ნატალიამ საპრიზო ადგილი მოიპოვა ცნობილი ოპერის მომღერლის, ფრანსისკო ვინიასის სახელობის 57-ე საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე, რომელიც ბარსელონაში ლისეოს დიდ თეატრში იმართება.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close