პოლიტიკასაქართველო

მიდის თუ არა ნიკა გვარამია „მთავარი არხიდან“?

მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, აქტუალური გახდა საკითხი – ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის ადგილს.

საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერზე და, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელზე, ნიკა გვარამიაზე.

ერთ-ერთი ვერსიით, პარტიის თავმჯდომარე შესაძლოა ნიკა გვარამია გახდეს. როგორც თავად ნიკა გვარამია აცხადებს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შესახებ შეთავაზება არ მიუღია და ის მედიიდან წასვლას არსად აპირებს.

ამბობს, რომ გაცილებით დიდ საქმეს აკეთებს იმ პლატფორმიდან, სადაც არის, ვიდრე ამას თუნდაც ისეთი დიდი პარტიის თავმჯდომარეობის პირობებში შეძლებს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ პარტიაზე უფრო დიდ საქმეს ვაკეთებ, ვიდრე თუნდაც, ისეთ დიდ პარტიაში წასვლაა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მიმაჩნია, ნებისმიერ პარტიაზე უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ. გულწრფელად რომ გითხრათ, შეთავაზება ამის შესახებ არ მიმიღია, თუმცა გამორიცხულია „მთავარიდან“ წავიდე. სოციალურ ქსელში ვხვდები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სურვილს, გავხდე ამ პარტიის თავმჯდომარე, შეუძლებელია, როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს ჩემთვის ესა თუ ის პარტია, გავლენიანიც და დიდიც, უარი ვთქვა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ახლა ვაკეთებ“, – ამბობს გვარამია.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close