მედიცინა

„ბიოენტექის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „ბიოენტექის“ (BioNTech) ხელმძღვანელის – უღურ შაჰინის განცხადებით, პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის ხელმღვანელი ამბობს, რომ ვირუსის გასაკონტროლებლად შედეგი ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღწევა.

უღურ შაჰინის თქმით, აშშ-ში ტალღის შემობრუნება შესაძლებელი იქნება ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 30 პროცენტის ვაქცინაციის შემთხვევაში.

გერმანულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს ქვეყნებს 1.3 მილიარდ დოზა ვაქცინას მისცემს.

უღურ შაჰინის განცხადებით, „ბიოენტექის“ და ამერიკული „ფაიზერის“ (Pfizer) ერთობლივი ვაქცინა სანდო და უსაფრთხოა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close