საზოგადოებასაქართველო

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. ფაქტს ალადაშვილის კლინიკაში ადასტურებენ, სადაც 49 წლის პოლიტიკოსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო იყო მოთავსებული.

კობა დავითაშვილი კლინიკაში 23 ნოემბერს შეიყვანეს მძიმე და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი დაავადების ფონზე განვითარებული თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. იგი  25 ნოემბერს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს განუკურნებელი დაავადება მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი ანუ ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ 2017 წელს დაუდგინდა.

კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.

დავითაშვილს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს პოლიტიკოსის ნაადრევი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს.

მსგავს თემაზე: რას წარმოადგენს „ბეხტერევის დაავადება“ და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close