მსოფლიოსაზოგადოება

ილონ მასკმა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეითსს გაუსწრო და მეორე ადგილზეა

კომპანიების – SpaceX-ის და „ტესლას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, „ბლუმბერგის“ ვერსიით, Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს გაუსწრო

დღეის მონაცემებით, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზეა. გასულ კვირაში კომპანია „ტესლას“ აქციების ფასი 6,5%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც მასკი 7,2 მლრდ დოლარით გამდიდრდა და, ბოლო მონაცემებით, იგი 127,9 მილიარდი დოლარის მფლობელია. წლის დასაწყისიდან მასკის შემოსავლები 100,3 მლრდ დოლარით გაიზარდა. სიის სათავეში „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 182 მლრდ დოლარით.

ილონ მასკი, ისევე როგორც ჯეფ ბეზოსი, თავისი კომპანიის მსხვილი აქციონერია, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ბირჟაზე საკუთარი აქციების ფასის ზრდით იგებს. Tesla-ს აქციების ფასმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 675%-ით მოიმატა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ბილ გეითსი 127,7 მილიარდი დოლარის მფლობელია, თუმცა მისი ქონება გაცილებით მეტი იქნებოდა, გეითსი თავისი შემოსავლების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე რომ არ ხარჯავდეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close