კინო/ფილმებისაქართველო

ბრედ პიტი ქართულ ფილმში ითამაშებს

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დავით ევგენიძე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.

როგორც ევგენიძე ამბობს, ფილმი რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქცია იქნება და მისი დაფინანსებაც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან მოხდება.

„ჩემი სცენარით ვგეგმავ ფილმის გადაღებას. საქართველოს მოცემულობა ხომ ასეთია, აქეთ რუსეთი ჰყავს, იქეთ ამერიკა.

მე ეს ქვეყნები „გავაერთკაცე“. ფილმის მოქმედება იწყება პარიზში, უკვე მაქვს დაფინანსება საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ამერიკასთანაც მიდის მოლაპარაკება.

ორგზის ოსკაროსან პროდუსერთან, გრეი ფრედრიქსონთან მაქვს მოლაპარაკებები. სხვათა შორის, ამერიკელებმა შემომთავაზეს, ფილმში მთავარ როლზე ბრედ პიტი დავამტკიცო.

მოკლედ, სცენარი დაწერილია, დაფინანსება მაქვს, მხოლოდ ქართული ფული მაკლია“, – აცხადებს დათო ევგენიძე.

primeambebi.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close