fbpx
მედიცინაიტალია

“FAI-DA-TE” – ვენეციის პრეზიდენტმა კოვიდ-19-ის ტესტი პირდაპირ ეთერში თვითონ გაიკეთა (ვიდეო)

ვენეტოში კოვიდ-19-ის თვითდიაგნოსტირების ტესტების ექსპერიმენტი მიმდინარეობს

იტალიური რეგიონის, ვენეტოს (ადმ. ცენტრი – ვენეცია) პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ ორშაბათს, 16 ნოემბერს კორონავირუსის ტესტირება სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

საუბარია ახალ ტექნოლოგიაზე, რომელსაც იტალიაში ეწოდება „გაიკეთე ტესტი თვითონ“ (“fai-da-te”). პროცედურა დაახლოებით წუთ-ნახევარს გრძელდება და ექიმის დასწრება არ სჭირდება.

ლუკა ძაიას ტესტმა პირდაპირ ეთერში უარყოფითი შედეგი აჩვენა.

„გუშინ ვენეტოში დავიწყეთ Covid-19-ის თვითდიაგნოსტირების ტესტების ექსპერიმენტი. შესაძლებელი იქნება ამ ტესტების ყიდვა აფთიაქში რამდენიმე ევროდ. აი, როგორ მუშაობს ის. თუ ISS (იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტი) დაამტკიცებს [ამ ტესტებს], ეს იქნება რევოლუცია, რომელშიც ვენეტო კიდევ ერთხელ შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს“, – წერს ლუკა ძაია თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close