fbpx
მიგრაციამოგზაურობა

ავსტრიაში საქართველოს საელჩო ჩვენს მოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრიაში სამშაბათიდან, 17 ნოემბრიდან სრული ლოქდაუნი იწყება, რომელიც ძალაში იქნება 6 დეკემბრამდე. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს და თანამემამულეებს განუმარტავს იმ წესებს, რომლთა დაცვაც ლოქდაუნის პერიოდში აუცილებელია.

„მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ავსტრიის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო, ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამშაბათიდან, 17 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით სრული ლოქდაუნის გამოცხადების შესახებ, რომელიც ძალაშია 6 დეკემბრამდე!

შესაბამისად, 17 ნოემბრიდან:

იხურება ყველა სავაჭრო და სხვა ობიექტი, გარდა ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ობიექტებისა (საკვები პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ფოსტა, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები).

იზღუდება გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში!

სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში:

  • ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა;
  • სამსახურებრივი აუცილებლობა;
  • სხვა ადამიანების დახმარების მიზნით, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ;
  • სუფთა ჰაერზე გასვლა.

გარდა ამისა, მინიმუმამდე იზღუდება სოციალური კონტაქტები. ნებადართულია ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის წევრების გარდა 1 ადამიანთან პირადი კონტაქტი.

იხურება ბაღები და დისტანციურ სწავლებაზე გადადის სკოლები. მიუხედავად ამისა, მშობლებისთვის, რომლებსაც სამსახურებრივი ან/და სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ შვილების სახლში დატოვება, ბაღებსა და სკოლებში იქნება ბავშვების დატოვების შესაძლებლობა.

საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 1450

საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3259839“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close