fbpx
პოლიტიკასაქართველო

ფარული ჩანაწერების ახალი სერია (ვიდეო)

სალომე სამადაშვილი: დასავლეთში სააკაშვილს წითელი ხაზი აქვს გადასმული; თემურ ალასანია: არავითარი დიალოგი! დროებითი მთავრობის შექმნა! სასწრაფოდ!

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომლიდანაც ერთში, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, მეორეში კი სალომე სამადაშვილი და უცნობი პირი საუბრობენ.

„ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას, სპირალზე ტრიალებს ისტორია“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ხმა ისმის.

„ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ – ეს არის სხვადასხვა დროს ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული, გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. „ქართული ოცნება“ ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია – მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში“, – წერს სალომე სამადაშვილი ფეისბუქში.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, უკრაინული „ობოზრევატელი“ (obozrevatel.com) ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილი საუბრობს, თუმცა არ არის დასახელებული, ვის ელაპარაკება იგი. სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე და „პარტიის შიდა საქმეებზე“ საუბრობს.  

უცნობი: როგორ ხარ, სალომე, ძვირფასო?

სალომე: რავი, შენ რას შვები? რა ხდება? მშვიდობაა?

უცნობი: მშვიდობა როგორ არის? რაც რამე ს * * *ბა შეიძლებოდა მომხდარიყო ყველაფერი მოხდა. რა ხდება მუშაობ? შეგიშალე ხელი ?

სალომე: არა კაცო, რას შვები?

უცნობი: არაფერს რავიცი (არ ისმის) ნახე ჩვენი უნივერსიტეტის (არ ისმის) რომ ქოცებში გაიჩითა?

სალომე: რომელია ეგა?

უცნობი: ამილახვარი.

სალომე: და ჩემი, ისა, თანამშრომელი მაკა ბოჭორიშვილი. ძაან კაი გოგოა.

უცნობი: მართლა? ესეც არ არის ცუდი ბიჭი.

სალომე: ხო მარა, მინიმუმ გუბაზებით და…. ვიზუალია ყველაფერი. ვიზუალურად არის დავარცხნილი, დაბანილი ხალხი, ყველას აქვს დასავლური განათლება მიღებული საუკეთესო უნივესიტეტებში. წადი ეხლა და უძახე რუსები არიან და ისინი არიან და ამათმა სიაში უნდა ჩაწერონ დილარ ხაბულიანი, ოქრიაშვილი, ჩოჩელი, და-ძმა ჩხეიძეები, მაჭუტაძე კლოუნი, გუბაზა სანიკიძე, მურმან დუმბაძე და …

უცნობი: აფხაზეთის კაცი რომ არის?

სალომე: მაგას არ ჩავწერთ… რავიცი მე გადავწყვიტე, რომ კოშმარი სია თუ იქნება არც ჩავეწერები, საჯაროდ დავ***ვ თავზე ბოლომდე სააკაშვილიან-ნაცმოძრაობიან ყველას და ვეტყვი, რომ თქვენი დედა მოვ***ან და თქვენი ბრალია, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალაუფლებაში ამ ქვეყანაში და პაშლი ნა***ი რა. იმიტომ, რომ შეუძლებელია, რაზე აქვს პრეტენზია პარტიას, რომელმაც ერთი ახალი ნორმალური ადამიანი ვერ დაიმატა. გვარამია იძახის ძალიან ძნელი იქნება ამ სიას  ნუ (არ ისმის) მე ვუთხარი უკაცრავად, მე ამ პარტიაში მოსვლის დღიდან ვიძახი, რომ მოვიყვანოთ ვინმე ახალი, კომპეტენტური ახალგაზრდა ხალხი, ამის ნაცვლად ნაგვის შესრუტვით არის დაკავებული პარტია და ახლა უკაცრავად, მე არ ვიქნები სიაში, რომელსაც ხმას მე ვერ მივცემ რა, ფეხებზე მკიდია, არც ვიცი რითი ვიცხოვრებ, არც ვიცი რას გავაკეთებ, მაგრამ თავზე მძღნერს მე არ წავისმევ რა. ეს კობაც (ნაყოფია) კაი სირ*** იტოგში და მელია.

უცნობი: ჩაბარდნენ?

სალომე: ხო მიშამ დაწეროს სია როგორც უნდაო, ჩვენო არ ჩავერევით მაგაშიო.

უცნობი: რატომ? რატომ?

სალომე: იმიტომ, რომ მე არ მაქვსო მიშასთან კონფლიქტის სურვილიო.

უცნობი: და რას უზამს ეს კონფლიქტი მიშასთან?

სალომე: იმ დღეს გამოვიდა (არ ისმის) და მადლობა მითხარითო, რომ მანდ ჩამოვიდეო ესე ელაპარაკა. ვერ ხვდება ეგ კაცი, რომ მაგრად ფეხებზე კიდია ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას? დაასრულებენ, რომანიც მაგას იძახის მორჩა ეს პარტია დაინგრევაო, მიშა მოყვება მაგის ნანგრევების ქვეშ. ახლა არის ბოლო დღეები „ნაციონალური მოძრაობის“, ოღონდ ამაზე მთლიანად თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ  ადამიანს, რომელსაც ქვია მიხეილ სააკაშვილი, სხვა არავის. მიშა რომ ის არის (არ ისმის) ქეისია შეთანხმება. ამ ოპოზიციას უყურებენ ხედავენ, რომ არის მ***ნერი ჩვეულებრივი დუღს და ერთი სული აქვთ ოცნებამ მოიგოს და სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში. აი ზუსტად ეს განწყობა აქვთ.

უცნობი: მეც ასე ვატყობ.

სალომე: მაგათ თვალში მიშა არის ნონ-სთეიბელ (არა სტაბილური). არ ისმის. პროსტა სააკაშვილს აქვს დიდი წითელი ჯვარი გადასმული. დანარჩენს უყურებენ და ხედავენ, რომ არაფრის თავი არ აქვთ და არც ქვეყანას მართავენ… პატრონი ყავს ამ ქვეყანას ეს ბიძინა, ამ ბიძინას პოლიტიკა აწყობთ პირდაპირ, რომ ვთქვათ ბოდიშს ვიხდი ყველაფერს თავის სახელი, რომ დავარქვათ არავინ არ აპირებს შენს არც ნატოში მიღებას არც ევროკავშირში, ასე თან პროდასავლურია, თან რუსებთან ომს არ იწყებს, თან რაცხა აგერ ხომ ხედავ წვრთვნები ჩაატარეს. არაფერს არ თხოვს. არაფერს არ თხოვს, აწყობთ ზუსტად აი ეს.

უკრაინული „ობოზრევატელი“ მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე საუბრობენ. ჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა არ არის დადგენილი, ისმის, როგორ აძლევს დავალებებს თემურ ალასანია გუბაზ სანიკიძეს. ამასთან, საუბარია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და დროებითი, პარალელური მთავრობის შექმნაზე.

თემურ ალასანია: გუბაზ, რაზე გაწუხებთ…

გუბაზ სანიკიძე: დიახ!

თემურ ალასანია: ბიძინა ივანიშვილმა, კარგად გაუგო ქართველებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. კარგად გაზომა და აწონა.

გუბაზ სანიკიძე: ბატონო თემურ, ყველა შევა ჩემს გარდა. მე იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, აგერ ნახავთ თქვენ.

თემურ ალასანია: ჰოდა… პირველი- არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე- სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დამოურჩილებლობა. მესამე- არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი.. ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის. მეოთხე- დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხიმგებლობას იღებს ხალხის წინაშე თავის თავზე და მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში. უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე, ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე. ისევე, როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. ვსო, „ზეთს ით“.

გუბაზ სანიკიძე: ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ. გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნნქტები არის, რიგითობაა განსსხვავებული. პირველი – მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მეორე – შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით. მესამე – ულტიმატუმის მიცემა. ა ეს იყო ჩემი …

თემურ ალასანია: აბსოლუტურად ზუსტად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარით!

გუბაზ სანიკიძე: ზუსტად იგივე!

ამ ფარულ ჩანაწერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:

„აპაპაპა, გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close