fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 289 პაციენტი

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, 638 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის მთლიანობაში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). განიკურნა კიდევ 2 289 პაციენტი და გამოჯანმრთელების საერთო მაჩვენებელმა 33 459-ს მიაღწია. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში​ კოვიდ-19-ის გამო ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.

კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევიდან 976 თბილისში დაფიქსირდა, 328 – აჭარაში, 368 – იმერეთში; ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოცხადებული ინფორმაციის თანახმად, 15 332  აქტიური პაციენტიდან 4489 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 638 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პაციენტია. 2446 ადამიანი  იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 8397 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close