fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

თაღლითებმა ინდოელ ექიმს „ჯადოსნური“ ლამპარი მიჰყიდეს

ინდოეთის შტატ უტარ პრადეშის ქალაქ მირატში თაღლითებმა ადგილობრივ ექიმს, ლაიკ ხანს მოტყუებით „ჯადოსნური“ ლამპარი მიჰყიდეს, რომელიც, მათი თქმით, ახალ პატრონს ბედნიერებას, სიმდიდრესა და იღბალს მოუტანდა.

BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3,1 მილიონ რუპიად (დაახლოებით 41,5 ათას აშშ დოლარად) ნაყიდი ნივთის მფლობელი მალევე მიხვდა, რომ უჩვეულო შენაძენს სინამდვილეში ზებუნებრივი ძალა არ ჰქონდა და დამნაშავეებს პოლიციაში უჩივლა.

ინდოელი ექიმისა და თაღლითების გზები ჯერ კიდევ 2018 წელს გადაიკვეთა, როდესაც ხანმა ერთ-ერთი პაციენტი ქალის ოპერაციის შემდგომი მკურნალობის მიზნით მასთან ბინაზე ვიზიტები დაიწყო. სწორედ იქ გაიცნო მან ორი მამაკაცი, რომლებიც თავს პაციენტის შვილებად ასაღებდნენ. დაზარალებულის თქმით, თაღლითებმა მას ტვინი „გამოურეცხეს“, დაარწმუნეს, რომ მათ სახლს დროდადრო ჯინი სტუმრობდა და მასთან შეხვედრაც სთხოვეს.

„ჯადოსნური ლამპარი“, რომელიც თაღლითებმა ინდოელ ექიმს მოტყუებით მიჰყიდეს. ფოტო: Uttar Pradesh polic

ლაიკ ხანის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების თანხმად, მამაკაცებმა მას მაგიურ სეანსში მონაწილეობა შესთავაზეს, რომლის დროსაც ექიმის წინაშე მოულოდნელად „ალადინი“ გაჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ზღაპრის პერსონაჟის კოსტიუმში გამოწყობილი ერთ-ერთი ბოროტმოქმედი იყო, თუმცა გეგმამ გაამართლა და მოტყუებული ხანი სოლიდური თანხის სანაცვლოდ „ჯადოსნური“ ლამპრის მფლობელი გახდა.

ექიმის საჩივრის საფუძველზე პოლიციამ გამომძალველობასა და თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა, მათმა თანამზრახველმა ქალმა კი მიმალვა შეძლო. სამართალდამცველთა განცხადებით, დაჯგუფების წევრები წარსულში უკვე ნასამართლევები არიან მსგავსი დანაშაულისთვის და მოხდილი აქვთ საპატიმრო სასჯელი. რაც შეეხება ექიმ ხანს, აღსანიშნავია, რომ ის ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close