რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

დისტანციის დაცვა კრეატიულად!

პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები, ეტყობა, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. სიფრთხილის ზომები – ნიღბები და გარკვეული დისტანციის დაცვა – აქტუალურობას არ კარგავს, მაგრამ მათი დაცვა კრეატიულად და იუმორითაც შეიძლება. ვნახოთ, რა გზებს მიმართეს გერმანიაში.

შორით წვა და შორით დაგვა

ლამაზი გოგონას გვერდით სკამზე ჩამოჯდომას და ფლირტს ვერც კორონავირუსის დროს აკრძალავს ვინმე. რატომაც არა! უბრალოდ გახსოვდეთ, რომ დისტანცია ამ შემთხვევაშიც დისტანციაა. ამ სკამზე ეს არ დაგავიწყდებათ.

დათვები მაგიდასთან

დღეს გერმანიის ბევრ რესტორანში ყოველ მეორე მაგიდაზე წარწერა დევს –  „გთხოვთ, ნუ დაიკავებთ“. ქალაქ ჰოფჰაიმამ-ტაუნუსში რესტორან “Beef’n Beer”-ის მფლობელმა პრობლემა მახვილგონივრულად გადაჭრა: სათამაშო დათუნიები დასვა ყველა მაგიდასთან, რომელთა დაკავებაც არ შეიძლება.

შეთხელებული აუდიტორია

გერმანიის დედაქალაქში დრამატული თეატრი Berliner Ensemble-ი მაყურებლის კვლავ მისაღებად ემზადება, მაგრამ ჯერ სრული მოცულობით არა. გადაწყდა, რომ მაყურებლის სავარძლები „გამოეხშირათ“.

საკუთარ წრეში

პარკებსა და გაზონებში დამსვენებლებმა ხალხმრავლობა რომ არ შექმნან, ჰაიდელბერგში გადაწყვიტეს ბალახზე ცარცით ასეთი წრეები დაეხაზათ. უსაფრთხოცაა და ყველა მშვიდად ზის თავის წრეში.

თქვენს დისტანციას ნისკარტი დაიცავ

ეს არის ნიღაბი ცნობილი კიოლნის კარნავალიდან. მსგავს რამეს ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ხმარობდნენ. მაშინ ადამიანები ასე შავი ჭირისგან იცავდნენ თავს, ახლა კი – კორონავირუსისგან.

თამარ ქავჟარაძე

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close