fbpx
ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

იზმირში მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ მაშველებმა სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

პატარა გოგონა, ელიფ  პერინჩეკი მაშველების მიერ გადარჩენილი 106-ე ადამიანია. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანამდე მაშველებმა 14 წლის გოგონა, იდილ შირინი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევების ქვეშ 58 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მაშველები საძიებო სამუშაოებს 8 შენობის ნანგრევებში აგრძელებენ.

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ იზმირში 6,6 (ბერძენი სეისმოლოგების შეფასებით  – 6,9) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა: „როიტერსი“ 85 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თურქეთის ხელისუფლება 83 დაღუპულს აცხადებს. დაშავებულია 1000-მდე ადამიანი, დაზიანდა ათასობით შენობა. ქალაქების მშენებლობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, მურატ კურუმის თქმით, 1041 შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია, 41 შენობა კი მთლიანად დანგრეულია, ან სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close