fbpx
პოლიტიკასაქართველო

გიორგი გახარიას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან წინა დღეებში მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა. გუშინ კი პრემიერის დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს დაუდასტურდა ინფექცია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close