პოლიტიკასაქართველო

არჩევნები დასრულდა: 4 ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მაჩვენებლები პირველადი შედეგების წინ

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 55%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 23%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3%
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3%
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3%
  • ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 1%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1%
  • „გირჩი“ – 3%

„იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა „ფაბლიქ ოფინიონ სტრატეჯისმა“ (Public Opinion Strategies) ჩაატარა. აღნიშნული ეგზიტპოლის მონაცემები 18:00 საათისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს.

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგები მკვეთრად განსხვავებულია. ტელეკომპანიმ კვლევა ფრანგულ IPSOS-ს დაუკვეთა. გამოკითხვის 17:00 საათის შედეგების თანახმად, მმართველი პარტია ლიდერობს.

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 41%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 33%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 5%
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 4%
  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%
  • „გირჩი“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
  • „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ – 1%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1%
  • სხვა – 5%

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ეგზიტპოლი ბრიტანულმა კომპანია Survation-მა ჩაატარა. ტელეკომპანიის განცხადებით, კვლევის ცდომილება 1.2%-ია და 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. ეგზიტპოლი საღამოს 17:30 საათის მონაცემებს ასახავს, რომლის თანახმად საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის.

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 4.2%
  • „გირჩი“ – 3.52%
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 2.61%
  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
  • „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.02%
  • სხვა პარტიები – 0.69%

ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგები ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა. ეს მაჩვენებლები დათვლილია 16:00 საათის მონაცემებზე დაყრდნობით. 50%-ზე მეტმა რესპონდენტმა უარი თქვა პასუხზე. პარტიებსა და ბლოკებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 46%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 28%
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 5%
  • „გირჩი“ – 3%
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ – 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
  • „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%

ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ცნობით, მონაცემები 22:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ეგზიტპოლები პროპორციულ სიებს ეხება. როგორც ცნობილია, მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტიული სიებით შევა 120 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარული მანდატით – 30 დეპუტატი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 45,77% იყო, რაც 1 607 530 ამომრჩეველს უდრის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close