fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ახალ შეზღუდვებს აწესებს (ვიდეო)

დღეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და ახალი შეზღუდვების შესახებ ისაუბრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამშაბათიდან, 3 ნოემბრიდან ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ორ ზონად იყოფა: გაძლიერებული ზედამხედველობისა და გაზრდილი რისკის ზონებად.

გაზრდილი რისკის ზონაში, რომელშიც მთელი ჩრდილოეთ საბერძნეთი და ატიკის ოლქიც შედის, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ერთი თვით ჩერდება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა, გარდა სახლში მომსახურებისა (ადგილზე მიტანა).

ასევე დაიკეტება კულტურული, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. შესაბამისად, დაიკეტება კაფე-ბარები, თეატრები, მუზეუმები, დახურული სპორტული დარბაზები და კინოთეატრები. უნივერსიტეტებში სწავლა მხოლოდ დისტანციურად იწარმოებს. ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, შუაღამის 12-იდან დილის 5 საათამდე.

საპარიკმახეროები და სასტუმროები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, რადგან ითვლება, რომ ასეთ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა მინიმალურია.

არ დაიკეტება სკოლები და საწარმოები. სახელმწიფო დაწესებულებები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. დასაქმებულებს, რომლებსაც ახალი შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება. შესაბამის ინფორმაციას მთავრობა მოგვიანებით გაავრცელებს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close