კრიმინალისაქართველო

„ზუგდიდელი“ მძარცველი იდენტიფიცირებულია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება – კილაძე

„ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ სენაკის ბაზის 2 ჯარისკაცი შესაძლოა პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვასთან.

მისი ინფორმაციით, ამ საქმეში ჯარისკაცების ფიგურანტობა სამხედრო დანაშაულის უმძიმესი პრეცედენტია და თავდაცვის მინისტრმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ჯარს ვერ აკონტროლებს.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათო ხვიბლიანი გახლავთ ჯარისკაცი სენაკის ბაზიდან, მივიღე ინფორმაცია, რომ მძარცველი არის მისი ნათესავი, რომ ხვიბლიანმა დაკითხვაზე რაღაცები მოყვა, მძარცველიც იდენტიფიცირებულია და მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, რადგან მას ვერ „გაუიასნეს“ რუსეთის ტერიტორიზე ან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი“, – ამბობს კილაძე „მთავარი“ არხის გადაცემაში „დღის სტუმარი“.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მთავარ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის მედიას და სამართალდამცველებს მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა.

შეიარაღებული პირის მთავარი მოთხოვნა იყო ნახევარ მილიონი დოლარი, ვერტმფრენი და ადგილის უსაფრთხოდ დატოვება. მან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო მოთხოვნილი თანხა და ტერიტორია მძევლებთან  ერთად დატოვა, რომლებიც შუაღამისას გაათავისუფლა.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close