მედიცინამსოფლიო

14 წლის გოგონამ კორონავირუსის განეიტრალების მეთოდს მიაგნო (ვიდეო)

„მთელი ქვეყანა ამაყობს მისით“

ტეხასში (აშშ) მცხოვრებმა ინდური წარმოშობის 14 წლის მოსწავლემ ანიკა ჩებროლუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც მეცნიერებს პანდემიის შეჩერებისკენ მიმავალ გზას გაუმარტივებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

ანიკა ჩებროლუს ამ პროექტმა 3M Young Scientist Challenge-ის კონკურსში გაიმარჯვა – მან  საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ტიტული და 25 000 აშშ დოლარი ფულადი ჯილდო დაიმსახურა.

ანიკამ პროექტი სეზონური გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესასწავლად წამოიწყო. მისი თქმით, როდესაც 1918 წლის პანდემიის შესახებ გაიგო და გაარკვია, რამდენი ადამიანი კვდება აშშ-ში წელიწადში სეზონური გრიპებისგან, მიუხედავად აცრებისა და ბაზარზე არსებული წამლებისა, გაუჩნდა სურვილი, დაეწყო კვლევა ვირუსების საწინააღმდეგო პოტენციური პრეპარატის შესაქმნელად. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა და მანაც კვლევის მიმართულება შეცვალა.

მან თვითონ მოახდინა ტყვიის მოლეკულის მოდელირება, რომელსაც შეუძლია შერჩევით დაუკავშირდეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის ვირუსის ცილას. ამრიგად, მოლეკულა ბოჭავს კორონავირუსის ქაცვებს და არ აძლევს მას საშუალებას, რომ ადამიანის უჯრედებს დაუკავშირდეს. ეს კომბინაცია ვირუსის ადამიანის სხეულში მოხვედრის უნარს ანეიტრალებს. იმის დასადგენად, თუ როგორ და სად უკავშირდება ტყვიის მოლეკულა SARS-CoV-2-ის ვირუსულ ნაწილაკს, მან დეტალური კომპიუტერული სკრინინგის მეთოდი (in-silico-ს მეთოდი) გამოიყენა.

ანიკა ამბობს, რომ საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ტიტული და ფულადი პრიზის მიღება მისთვის დიდი პატივია, თუმცა მისი სამუშაო ჯერ  არ დასრულებულა. მისი შემდგომი მიზანია, შეუერთდეს მკვლევარების და მეცნიერების ჯგუფს, რომლებიც ვირუსის კონტროლისა და პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების გზებს ეძებენ.

სკოლის მოსწავლის აღმოჩენამ საერთაშორისო სამედიცინო წრეების ყურადღება მაშინვე მიიქცია. ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ინდური წარმოშობის 14 წლის მოსწავლით მთელი ქვეყანა ამაყობს.

ანიკა ასრულებს ძველინდურ ცეკვას, ბჰარატანატიამს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close