fbpx
პოლიტიკასაქართველო

ვინ რამდენი დახარჯა თქვენი ხმებისთვის წინასაარჩევნოდ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, 1-ლი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დანახარჯი სულ 10 612 565 ლარია. სრული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 10 612 565 ლარი
  • ლელო საქართველოსთვის – 2 566 897 ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2 230 757 ლარი
  • ევროპული საქართველო – 2 008 235 ლარი
  • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 1 856 467 ლარი
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1 242 466 ლარი
  • თავისუფალი საქართველო – 374 027 ლარი
  • სოციალური სამართლიანობისთვის – 270 578 ლარი
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 228 154 ლარი
  • ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა – 174 983 ლარი
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 162 545 ლარი
  • სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის – 106 050 ლარი
  • ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა – 104 984 ლარი
  • თავისუფალი დემოკრატები – 103 313 ლარი
  • სხვა დანაჩენი – 931 895 ლარი

საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1-ლი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დახარჯულია 22 973 913 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე. ამავე პერიოდში არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მთლიანი შემოსავალი კი 23 846 652 ლარია.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

tabula.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close