fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 ოქტომბერი – 1-ლი ნოემბერი

26-იდან 30 ოქტომბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში ფრთხილად უნდა იყოთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ დაბნეულობისა და უყურადღებობის გამო. ამ დროს ატმოსფერო შეიძლება იყოს ბუნდოვანი, გაურკვეველი. ნევროზების, შფოთვისა და სხვა ფსიქიკური გაუწონასწორებლობისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა შეიძლება მწვავედ იგრძნონ ეს დაძაბულობა.

30 ოქტომბერს სავსე მთვარეა. ამ დღეს შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენს ურთიერთობებს ცეცხლი აკლია, მაგრამ ფრთხილად იყავით და ნუ ჩაიდენთ სისულელეს ემოციების ზეგავლენით.

პირველ ნოემბერს კლებადი მთვარეა. ოჯახურ ჩხუბსა და კამათს ამ პერიოდში თავიდან ვერ აიცილებთ. შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ მათი რაოდენობა. ნუ იქნებით აგრესიულად განწყობილი და აღკვეთეთ ყოველგვარი გაუგებრობა. ეს თქვენს ინტერესშია!

 

ვერძი

ვერძისთვის უკეთესია, თუ ამ კვირას მშვიდად და წყნარად გაატარებს. დაისვენეთ, კარგად გამოიძინეთ – ახლა თქვენი ენერგია, რა თქმა უნდა, ამოწურული არ არის, მაგრამ თქვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართეთ!

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კურო

თქვენი და თქვენი სიყვარულისთვის რთული პერიოდია – გადამწყვეტი. სავსე მთვარეზე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას, თქვენ კი – მისას. ასე რომ, სერიოზულად მოეკიდეთ ურთიერთობებსა და სიმპათიებს, რომლებიც ამ პერიოდში გაჩნდება.

სასიკეთო დღეები: 30, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ტყუპი

საკითხის ფინანსური მხარე ახლა ძალიან არ გაწუხებთ. თქვენ უბრალოდ აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ, ხვდებით, რომ თუ წარმატებას მიაღწევთ, ფული მდინარესავით წამოვა, მაგრამ თუ წააგებთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ იქნება.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

კირჩხიბი

მეგობრებთან ერთად სასიამოვნო მოგზაურობა შეიძლება დაჩრდილოს უფულობამ. პლანეტების დაძაბული ასპექტები სხვა ადამიანების ფინანსებზე დამოკიდებულს გაგხდით, მსგავსი სიტუაციები კი ყოველთვის გაღიზიანებთ და ნერვიულობას იწყებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

ლომი

პლანეტების პოზიციამ შეიძლება ფარული შფოთვა და წუხილი მოგგვაროთ და თან საკმაოდ ძლიერი. განსაკუთრებით დიდია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნერვიულობის რისკი. ნუ დაიწყებთ შფოთვას, ყველაფერი კარგად იქნება.

სასიკეთო დღეები: 26, 31.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ქალწული

კვირის პირველ ნახევარში კარგი პერსპექტივები გელოდებათ, თუ რაიმე სადავო საკითზე გსურთ ნათესავებთან საუბარი. კვირის მეორე ნახევარში პირადი ურთიერთობების, რომანტიკული შეხვედრების გააქტიურებისთვის შესანიშნავი პერიოდია.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 29.

 

სასწორი

პლანეტები დაძაბულ ასპექტს ქმნიან – იზრდება მოულოდნელი ტრავმებისა და უეცრად შეუძლოდ გახდომის ალბათობა. სერიოზულად მიუდექით ყველაფერს, რაც თქვენს ჯანმრთელობას ეხება – ახლა ეს ყველაზე მთავარია.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

ეჭვიანობა, ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის გაწყვეტა და ახალ ადამიანთან შეხვედრა – ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. იგივე ეხება ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობასაც – არსებობს საქმიანი შეთანხმებების დარღვევისა და პარტნიორების მიერ მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების დიდი ალბათობა.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მშვილდოსანი

შეიძლება ინანოთ რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების გამო. გააცნობიერებთ, რომ შეცდომა უკვე ჩადენილია, უკან ვერ დაბრუნდებით, შედეგი კი არ იქნება ისეთი სასიხარულო, როგორსაც ელოდით. ეცადეთ, აღარ დაუბრუნდეთ საკითხს და იმის მიხედვით იმოქმედოთ, რა რეალობაც შეიქმნა.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

ამ პერიოდში, პლანეტების განლაგების მიხედვით, შესაძლებელია ორივე ვარიანტი: ან ძალიან მაღლა „აფრინდეთ“, ან ძლიერად დაეცეთ მიწაზე, ამიტომ დიდი სიფრთხილე გმართებთ. ყურადღებით მოეკიდეთ ნებისმიერ მაცდურ წინადადებას – მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით და გახსოვდეთ, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მერწყული

მიხვდებით, რომ ნამდვილი მეგობრები ყოველთვის თქვენთან იყვნენ და იქნებიან და აუცილებლად დაგიჭერენ მხარს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. სხვათა შორის, სწორედ ამ ადამიანებთან ურთიერთობა იქნება ახლა თქვენთვის ძალიან სასარგებლო და დაგეხმარებათ ისევ სრულად იგრძნოთ თავდაჯერებულობა, რომელიც ბოლო დროს ცოტათი შეგისუსტდათ.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები

ეს პერიოდი ბევრად მეტ ენერგიას და ძალას შეგმატებთ, ვიდრე წინა კვირაში გქონდათ. იგრძნობთ, რომ თქვენი სხეული სავსეა სასიცოცხლო ძალებითა და ენერგიით. პოზიტიური ცვლილებები სარგებელს მოგიტანთ. იმოგზაურეთ, დაისვენეთ, ისეირნეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close