კრიმინალისაქართველო

შსს მედიასაშუალებებისგან მოითხოვს, შეწყვიტონ ზუგდიდის სპეცოპერაციის LIVE-ში გადაცემა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში სპეცოპერაციების პირდაპირ ეთერში გადაცემის შეწყვეტას მოითხოვს. მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ სხვა შემთხვევაში გამოიყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას.

„ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ – მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სპეცოპერაცია მისი დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რამდენიმე მედიასაშუალების პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს “მთავარი არხის” ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გააჟღერებინა. გამტაცებლის მოთხოვნაა, მას 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

მძევლად აყვანილი 19 ადამიანიდან3 ბანკის თანამშრომელია. ისინი შენობის მესამე სართულზე არიან.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close