საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები
ბოლო შანსი მათთვის, ვის ბინადრობის უფლებასაც (ადია დიამონი) ვადა გაუვიდა!
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2020/10/ადია-დიამონი.jpg)
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე ქვეყანაში მყოფი თანამემამულეების საყურადღებოდ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს:
„ბოლო შანსი იმათთვის, ვის ბინადრობის უფლებასაც (ადია დიამონს) ვადა გაუვიდა 2020 წლის 30 ივნისამდე:
ჩაირთო სისტემა გადასავადებლად. აუცილებლად უნდა დანიშნოთ რანდევუ.
მიაწვდინეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ვისაც ფეისბუქი არა აქვს ან შეიძლება, უბრალოდ, არ იცოდნენ. შეიძლება საბუთების გაფუჭებას გადაარჩინოთ“.
კომენტარები